რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. შეხვედრა კრემლში გაიმართა.
„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ჩვენი ურთიერთობის მთელ კომპლექსზე, დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს“, - უთხრა პუტინმა ასადს.
პუტინმა აღნიშნა, რომ მას ძალიან აინტერესებს ასადის აზრი რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. მან დასძინა, რომ ვითარება უარესდება.
"ეს პირდაპირ ეხება სირიას", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე დასძინა, რომ რუსეთსა და სირიას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში პერსპექტიული მიმართულებებია, მაგრამ ამასთან, ამ სფეროში ბევრი კითხვა რჩება.
თავის მხრივ, ასადმა გაიხსენა, რომ დღევანდელი ვიზიტი ემთხვევა სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 80 წლის იუბილეს.
„გასული ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა გაიარეს ძალიან რთული გამოცდები, რა თქმა უნდა, ამ ათწლეულებში მოხდა რთული ტრანსფორმაციის პროცესები ჩვენს ქვეყნებში. თუმცა, ყველა ათწლეულის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ინარჩუნებდა ნდობის დონეს და ეს ჩვენი ხალხების სიმწიფის მაჩვენებელია“, - განაცხადა ასადმა.
ასადმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში და ევრაზიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ორი ლიდერის შეხვედრა „ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოვლენების განვითარების ყველა დეტალის, შესაძლო პერსპექტივებისა და სცენარების განსახილველად. ”