უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ჯორჯ სოროსის მიერ 25-მილიარდიანი ფონდის კონტროლის შვილისთვის გადაცემას „ტვიტერზე" ეხმიანება.

ვიქტორ ორბანი ტვიტერზე საინფორმაციო სააგენტო „როიტერის" იმ ბმულს აზიარებს, რომელსაც ჯორჯ სოროსის მიერ 25-მილიარდიანი ფონდის შვილისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციაზე გადავყავართ და იქვე აქვეყნებს ფრაგმენტს კინოფილმიდან „ნათლიმამა", რითაც არაორაზროვნად მიუთითებს, რომ, მისი აზრით, სოროსის მიერ უზარმაზარი ფინანსური იმპერიის მართვის სადავეების შვილისთვის გადაცემა იგივეა, რაც მაფიოზური კლანის მეთაურის, ვიტო კორნეოლეს მიერ მაფიის მართვის სადავეების შვილისთვის, მაიკლისთვის გადაცემა.



შეგახსენებთ, რომ ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდისადმი უნგრეთის ხელისუფლების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო, სოროსის ფონდმა უნგრეთში საქმიანობა 2018 წელს შეწყვიტა.