მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ჯარების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
"მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, 2024 წელს ამის თქმა აბსოლუტური სიზუსტით შეგვიძლია. იმიტომ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები იბრძვიან. უკრაინაში მორიდების გარეშე კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს ირანული შაჰედებით. უკრაინის მიმართულებით უკვე მიფრინავ ჩრდილოკორეული რაკეტებით და ამის შესახებ ღიად აცხადებენ. უკრაინაში ფეთქდება ჩინური ჭურვები, რუსულ რაკეტებში იყენებენ ჩინურ დეტალებს", - განაცხადა ზალუჟნიმ.