ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მლრდ ევრო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ძლიერ სიგნალს უგზავნის".
"ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენთვის და ამიტომ ჩვენ მათ მივაწვდით საჭირო ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ეს 50 მილიარდი ევრო, რომელიც უკრაინას ოთხი წლის განმავლობაში გადაეცემა, უგზავნის ძლიერ სიგნალს პუტინს", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის გამოყოფაზე თანხმობა ერთსულოვნად განაცხადეს.
შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.
ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ვეტო დეკემბერში დაადო.