ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინას მხარი იქამდე უნდა დავუჭიროთ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
„რადგან ომი გრძელდება, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, თუ რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ეს საჭიროა”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირონ.
„უკრაინა არა მხოლოდ დამპყრობლის წინააღმდეგ, არამედ ევროპისთვის იბრძვის და ჩვენს ოჯახთან შეერთება უკრაინის საბოლოო გამარჯვება იქნება. აღნიშნულისთვის ჩვენ გადამწყვეტი როლი უნდა ვითამაშოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის ლიდერები 14 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი გამოწვევა იქნება ბლოკში რუსეთის მთავარი მოკავშირის, უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევა კიევისთვის ახალი დახმარების გამოყოფის პროცესში.