უკრაინის ქალაქ უმანში, ჩერკასის რაიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო საკუთარ "ტელეგრამის" არხში წერს.
გერაშჩენკოს ცნობით, კიდევ ცხრა ადამიანი საავადმყოფოშია. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება. მომხდარის გამო ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
უმანში რუსების მიერ ნასროლი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ამ დროის მონაცემებით, დაშავდა 17 ადამიანი.