ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, მსხვერპლი მოჰყვა ღამით რუსების დაბომბვას.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ მტერმა S-300 ტიპის რაკეტა გამოიყენა. დაიბომბა მაღალსართულიანი კორპუსი, ასევე, კერძო სახლი.
"S300 - 4 ცალი. წინასწარი", - წერს ვიტალი კიმი.
ამ დროის მონაცემებით, ცნობილია რომ დაშავდა 15 და დაიღუპა 1 ადამიანი.