შვედეთი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთი ძალიან ბევრს ითხოვს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ულფ კრისტერსონის თქმით, ნატოსთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის "ძალიან კარგად" მიმდინარეობს.
შვედეთი დარწმუნებულია, რომ თურქეთი დაამტკიცებს მის განაცხადს ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ ვერ შეასრულებს ყველა იმ პირობას, რომელიც ანკარამ წამოაყენა მხარდაჭერისთვის, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა თავდაცვის მინისტრ პოლ ჯონსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და განმარტა, თურქეთის რომელი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა შეუძლებელი.
თურქეთი ადასტურებს, რომ ჩვენ შევასრულეთ ის, რის გაკეთებასაც დავპირდით, მაგრამ ასევე სურთ ის, რაც ჩვენ არ შეგვიძლია. დროდადრო თურქეთი ახსენებს იმ პირებს, რომელთა ექსტრადირებაც სურთ შვედეთიდან. მე ვთქვი, რომ ეს საკითხები შვედური კანონმდებლობის ფარგლებში წყდება და შვედეთის მოქალაქეების სხვა ქვეყანაში ექსტრადიცია არასდროს არ მოხდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შვედეთის თავდაცვის საკითხების ანალიტიკური ცენტრის პრესკონფერენციაზე