ამის დასტურად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნიკოლენკომ ის ციტატა მოიყვანა  რომელიც პაპმა ფრანცისკემ 25 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგში, კათოლიკე ახალგაზრდობის მე-10 რუსულენოვანი დღის მონაწილეებისადმი მიმართვისას გამოიყენა.

25 აგვისტოს, რომის პაპმა სანქტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდობის დღის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: 

"არასდროს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები - წმინდანთა დიდი რუსეთი, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორეს დიდი რუსეთი, იმ იმპერიის, რომელიც იყო დიდი, განათლებული, დიდი კულტურის მქონე. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები, ამით იარეთ წინ.  გმადლობთ, გმადლობთ თქვენი ყოფნისთვის, რუსებად ყოფნისთვის“, – ციტირებს პაპ ფრანცისკეს გამოსვლას ნიკოლენკო." - ასე ციტირებს რომის პაპის სიტყვებს ნიკოლენკო. 

მისი თქმით, სწორედ ასეთი იმპერიალისტური პროპაგანდით, კრემლი ამართლებს ათასობით უკრაინელის, უკრაინელი ქალების მკვლელობას, ასობით უკრაინული ქალაქისა და სოფლის ნგრევას. სწორედ  ასეთი იმპერიალისტური პროპაგანდით, „სულიერი კავშირებითა“ და „დიდი დედა რუსეთის“ გადარჩენის საჭიროებით მოქმედებს ის, როდესაც იტაცებს უკრაინის ტერიტორიებს.

აღსანიშნავია ის დეტალიც, რომ ვატიკანის საიტზე გამოქვეყნებულ ტექტს რომის პაპის მიმართვის ეს ნაწილი აკლია.