რუსული მედიის ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პატრიარქ კირილს მოსკოვის რომელიმე აეროპორტის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა.
როგორც ცნობილი ხდება, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი მონღოლეთში გეგმავს ვიზიტს და საწვავის შესავსებად თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქში დაჯდება.
სტაროვერების მსოფლიო კავშირის თავმჯდომარე ლეონიდ სევასტიანოვი აცხადებს, რომ „აეროპორტი ითვლება ნეიტრალურ სატრანზიტო ზონად, ამიტომ ეს არ გამოიწვევს პრობლემას მათთან, ვინც ეწინააღმდეგება პონტიფიკოსის რუსეთში ვიზიტს.
თუ ამაზე იქნება პატრიარქის პასუხი, მაშინ ასეთი შეხვედრა, შესაძლოა, 31 აგვისტოს მოხდეს პაპის მონღოლეთისკენ მიმავალ გზაზე ან 4 სექტემბერს, უკან დაბრუნების დროს“, – განაცხადა ლეონიდ სევასტიანოვმა.