უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სიბიგამ დიპლომატიური კარიერა სამშობლოში 1997 წელს დაიწყო. ბოლო წლებში კი, 49 წლის სიბიგას კარიერა ასე ვითარდებოდა:
2008-2012 წლებში იყო პოლონეთში უკრაინის საელჩოს მინისტრის მრჩეველი.2012-2016 წლებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი.2016-2021 წლებში თურქეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩი;2021- 2024 წლებში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი;2024 წლიდან - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
დმიტრო კულება, სავარაუდოდ, საჯარო სამსახურში დარჩება და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებაზე იმუშავებს, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმით, ამ ეტაპზე უცნობია.
4 სექტემბერს კულებამ გადადგომის წერილი დაწერა. რადამ განცხადება დღეს დააკმაყოფილა.
დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებდა.