უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
მისი გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადება რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სტეფანჩუკი წერს, რომ განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინაში თანამდებობა სამმა მინისტრმა დატოვა. ესენი არიან, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ოლექსანდრ კამიშინი, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა და გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრილეტსი.
გადადგომის შესახებ განცხადება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამაც დაწერა.