უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 31 მარტამდე პერიოდს.
უწყება ამბობს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 460 რუსი სამხედრო მოკლეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 173 360;
ტანკი - 3 615;
ჯავშანტექნიკა - 6 977;
საარტილერიო სისტემა - 2 675;
სარაკეტო სისტემა - 526;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 278;
თვითმფრინავები - 306;
ვერტმფრენი - 291;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 248;
საკრუიზო რაკეტები - 911;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 521;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 294.