უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 იანვრამდე პერიოდს. უწყების ცნობით, რუსეთმა დამატებით 870 სამხედრო დაკარგა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 117 770;
ტანკი - 3 130;
ჯავშანტექნიკა - 6 225;
საარტილერიო სისტემა - 2 108;
სარაკეტო სისტემა - 442;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 220;
თვითმფრინავები - 287;
ვერტმფრენი - 276;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 876;
საკრუიზო რაკეტები - 749;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 889;
გემი/ნავი/კატარღა - 17;
სპეციალური აღჭურვილობა - 190.