უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმმა "პრიზრაკი" ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა.

უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია შემდეგი სამხედრო ობიექტები:

რადიოლოკაციური კომპლექსი "უტიოს-1";

სანავიგაციო თანამგზავრული სისტემა "გლონასი";

სახმელეთო რადიოლოკაციური სადგური MP-10M1;

რადარი 96Л6-АП.

დაზვერვის სამსახურში აღნიშნეს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმს სისტემატურად მიაქვს იერიშები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე.