25 აგვისტოს დილას, რუსეთმა უკრაინაში, სუმის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

ერთ-ერთი დრონი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი.

დაღუპულია 37 წლის კაცი. დაიჭრნენ 56 წლის ქალი და მისი 62 წლის ქმარი.

ადგილობრივმა პროკურატურამ სამხედრო დანაშაულის ჩადენის მუხლით საქმე აღძრა.

გარდა ამისა, რუსული თავდასხმის შედეგად, დაზიანდა ათამდე საცხოვრებელი შენობა.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ გრიგოროვის თქმით, რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი, ადგილზე მუშაობენ მაშველები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.