3 ივლისის ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა Shahed-ის 17 დრონიდან 13 ჩამოაგდეს. ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ირანული Shahed-136/131-ის დამრტყმელი დრონების მორიგი შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაიწყეს.
საერთო ჯამში, Shahed-ის 17 გაშვება დაფიქსირდა.
საჰაერო თავდაცვა მუშაობდა სამხრეთის, აღმოსავლეთის და ცენტრალურ რეგიონებში.
უკრაინელებმა 13 Shahed-136/131-ის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, დანარჩენებმა კი მიზანს ვერ მიაღწიეს.
გასული და მიმდინარე დღის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალების ავიაციამ განახორციელა ათობით გაფრენა, დაიბომბა მტრის აღჭურვილობის, ლოგისტიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილები.