უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) დრონებმა, რუსეთში, სმოლენსკის ოლქში, ორ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ, გამოცემა “უკრაინსკაია პრავდას” СБУ-ს თანამშრომელი უყვება.

წყაროს მიხედვით, 24 აპრილს, ღამით, კომპანია „როსნეფტის“ მარაგებისა და გადატუმბვის ინფრასტრუქტურებზე მიტანილ იერიშს აფეთქებები მოჰყვა, რამაც ბაზებზე ხანძარი გამოიწვია.

აღნიშნულ ბაზებზე 26 ათასი ტონა საწვავი ინახებოდა. აფეთქების შემდეგ კი, მასშტაბური ხანძარი დაიწყო, რის გამოც, აუცილებელი გახდა პერსონალის ევაკუაცია.

ნავთობბაზების დაზიანებას ადასტურებს სმოლენსკის გუბერნატორი, ვასილი ანოხინი. მისი განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ ბაზებზე მასშტაბური ხანძრის გაჩენა, მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგი იყოს.

სმოლენსკის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინმა, ენერგეტიკულ კომპლექსზე მიტანილ საჰაერო იერიშზე რამდენიმე დღის წინაც განაცხადა.