უკრაინა 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე დიპლომატიურ მისიებში პასპორტების გაცემას აჩერებს. მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, პასპორტების მიღებას ისინი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეძლებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია უკრაინის არმიის რიგების შევსებას ისახავს მიზნად. ცნობილი ხდება ისიც, რომ ვარშავამ კიევს უკვე შესთავაზა პოლონეთში მყოფი წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების იდენტიფიცირება და გადაცემა. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ამჟამად 4,3 მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის, 860 ათასი მამაკაცი იმყოფება.