ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხდებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.
პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება დიდი და საბავშვო საცურაო აუზები, გასახდელები და საშხაპეები, სპეციალიზებული დარბაზები ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის.
კომპლექსში უნდა მოეწყოს საჭადრაკო სივრცე, სამედიცინო ბლოკი, ადმინისტრაციული და მსაჯების ოთახები, სამზარეულო და სასადილო.








