დასავლელი ლიდერები ემზადებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს "ყველა ინსტრუმენტს", მათ შორის, ბირთვული იარაღისა და კიბერშეტევების საფრთხის ჩათვლით, უკრაინაში მოსალოდნელი კონტრშეტევის საპასუხოდ.
ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა, იაპონიაში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე განაცხადეს, რომ ისინი ელიან, რომ რუსეთს საპასუხო რეაქცია ექნება და "მზად უნდა იყვნენ" ექსტრემალური ტაქტიკებისთვის, რადგან რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს უკრაინის ტერიტორია.
როგორც გაზეთი G7-ის წევრი ქვეყნების ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების "მომავალ პერსპექტივებზე" მოლაპარაკებების დროს "აზრთა ღია გაცვლა" მოხდა. ამრიგად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. ამავდროულად, გამოცემის წყაროები გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ პუტინისთვის "ამ კონფლიქტის საბოლოოდ გადაწყვეტის ერთადერთი გზა" არის რუსული ჯარების გაყვანა ყირიმიდან, ხოლო დასავლეთისთვის - კიევის მომარაგება "ინსტრუმენტებით, რათა დაასრულოს ეს კონფლიქტი", - აღნიშნავენ ჟურნალისტები.
მათი თქმით, მაღალჩინოსანმა დიპლომატებმა და მაღალი დონის სამხედრო მრჩევლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ უკრაინაში ომი შეიძლება ჩიხში შევიდეს, თუ დასავლეთი არ გაზრდის სამხედრო მხარდაჭერის დონეს.
იმავდროულად, უკრაინის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, - გაიზარდოს სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის - მათ შორის მეტი ტანკი და გამანადგურებელი თვითმფრინავი - გაერთიანებული სამეფო მიიჩნევს, რომ ის კიევს აძლევს იმას, "რაც სჭირდება", წერს The Guardian.