რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 2022 წლის დეკემბერში გამართულ წვეულებაზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძალიან დიდხანს გაგრძელდებოდა. ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დეკემბრის ბოლოს, ერთ-ერთ რუს ჩინოვნიკთან სადილზე, სადაც რუსეთის ფედერაციის კულტურული და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ მშვიდობის დამყარების სადღეგრძელო თქვეს.
შეხვედრას პესკოვი ესწრებოდა და თქვა: "ეს ბევრად უფრო რთული იქნება. ამას ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდება."
წვეულებაზე მყოფების თქმით, ამან გააფუჭა სტუმრების განწყობა, რომლებიც პირად საუბრებში უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან.
"არასასიამოვნო იყო მისი გამოსვლის მოსმენა. აშკარად გვაფრთხილებდა, რომ ომი ჩვენთან დარჩება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ", - თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა.