ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა „ფოქს ნიუსის" ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გააკეთა.
სტივ ვიტკოფის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის არა მხოლოდ კოლეგიალური, არამედ მეგობრული დამოკიდებულებაა.
პრეზიდენტმა ტრამპმა დამავალა გადამეცა პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ მას სურდა აღედგინა ის ურთიერთობა, რაც <ტრამპის> პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მათ შორის იყო და ამის შემდეგ ისინი გახდებოდნენ ის დიდი ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის დასრულება და პრეზიდენტ პუტინს არაერთგზის, მათ შორის გაკეთებული განცხადებების დროს, მიუნიშნებია და ჩვენ ეს მას უნდა დავუფასოთ, რომ ეს არის ის გზა, რომელსაც სურს გაჰყვეს, - თქვა ვიტკოფმა და განაგრძო:
ჩემი მეორე ვიზიტის დროს (პირველი ვიზიტი შედგა 11 თებერვალს. მაშინ ვიტკოფი მოსკოვში ჩავიდა პატიმრობიდან გათავისუფლებული ამერიკელი მასწავლებლის წასაყვანად, მეორე ვიზიტი კი 13 მარტს შედგა - „აიპრესი“) ყველაფერი პირად სიბრტყეში გადავიდა. „პრეზიდენტმა პუტინმა გადმომცა პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავი პორტრეტი, რომელიც მისი შეკვეთით დახატა ცნობილმა რუსმა მხატვარმა და მთხოვა მისგან საჩუქრად მიმეტანა. პუტინი მომიყვა, რომ როდესაც ტრამპს ესროლეს, ის წავიდა ეკლესიაში, შეხვდა თავის მოძღვარს და ილოცა ტრამპისთვის „არა იმიტომ, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტი გამხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ მათ მეგობრობა აკავშირებდათ და ის მეგობრისთვის ლოცულობდა. წარმოგიდგენიათ, როგორი ამბავია, იქ იჯდე და მსგავს ისტორიებს ისმენდე? როდესაც მე სახლში დავბრუნდი, ეს ყველაფერი ჩვენ პრეზიდენტს მოვუყევი და ნახატი გადავეცი, ის <ტრამპი> ნამდვილად აღელდა“.
ჩვენ შევძელით აღგვედგინა ურთიერთობა უბრალო საუბრების - კომუნიკაციად წოდებულის - დახმარებით. მარტივი სიტყვებით - „კომუნიკაციად წოდებულის“ დახმარებით. ბევრი იტყვის, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, რადგან პუტინი „ცუდი ბიჭია“. მე არ ვთვლი პუტინს „ცუდ ბიჭად“. ეს რთული სიტუაციაა. ეს ომია და მთელი მდგენელებია, რომლებმაც გამოიწვია ეს ყველაფერი. ვიცით, რომ „ეს არასდროს არ ხდება მხოლოდ ერთი ადამიანის ხელით, ასე არაა? ასე რომ, ვფიქრობ, გავერკვევით ამ ყველაფერში - დასძინა ვიტკოფმა.