„სიენენი“ წერს, რომ დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული მძაფრი სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შემდეგ ტრამპი თავის მთავარ მრჩევლებთან ერთად ოვალურ კაბინეტში შეიკრიბა 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლის თქმით, დონალდ ტრამპმა მარკო რუბიოს და მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცს დაავალა ზელენსკიმდე მიეტანათ შეტყობინება, რომ მისი წასვლის დროა, - წერს „სიენენი“.

უკრაინელების დელეგაცია, როგორც ეს მიღებულია, არა უშუალოდ მოლაპარაკების მაგიდასთან, არამედ თეთრის სახლის სხვა ოთახებში იმყოფებოდა და იყო მოლოდინი, რომ ყველა ერთად შეიკრიბებოდა სადილზე, მაგრამ მათ აცნობეს, რომ წასვლის დრო იყო.  უკრაინელები აპროტესტებენ და მოლაპარაკებების გაგრძელება სურთ. მაგრამ მათ უთხრეს არა,, რის შემდეგაც ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა.