საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზემო სვანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნენსკრას ხეობაში მდებარე ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის 3,1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს
🔶აღნიშნული გზა უმოკლესი დამაკავშირებელი მარშრუტია ზემო აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის
🔷სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ხაიშთან იწყება და მიუყვება მდინარე ნენსკრას ხეობას. პროექტის ფარგლებში იგეგმება: ცემენტ-ბეტონის საფარის, ქვედა საყრდენი კედლების, წყალგამტარი მილების, მიერთების, ეზოებში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა; ახალი სახიდე გადასასვლელის აშენება მდინარე ნენსკრაზე
🔶პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 6.2 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი