გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ალპებში სალაშქროდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად არ წავიდოდა. ამის შესახებ DW–ს ცნობით, გერმანიის კანცლერმა გერმანიის მთიან ალგაუს რეგიონში გამართულ ფორუმზე განაცხადა.
შოლცს ჰკითხეს, რომელ კოლეგასთან ერთად წავიდოდა მთაში შვიდდღიან ლაშქრობაში. საპასუხოდ, კანცლერმა აღნიშნა, რომ მას შეუძლია, თავი წარმოიდგინოს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და ესპანეთის პრემიერ–მინისტრ პედრო სანჩესის კამპანიაში.
"ის, ჩემი აზრით, ასევე არის ადამიანი, რომელიც სპორტული კუთხით არ ჩამორჩება და ამას გააკეთებს კიდეც",– თქვა შოლცმა სანჩესზე და დასძინა, რომ არის კიდევ არის რამდენიმე "საკმაოდ კარგი ადამიანი".
ხოლო ადამიანი, რომელთან ერთადაც ლაშქრობა შოლცმა კატეგორიულად გამორიცხა, ეს ვლადიმირ პუტინია.
მანამდე, ივნისში შოლცმა, ბერლინის გარეუბანში გამართულ პროევროპულ აქციაზე მისულ პრორუს აქტივისტებს, რომლებიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ ლოზუნგებით გამოდიოდნენ, ხისტად უპასუხა.
"ომის გამჩაღებელი – ის 200 000 ჯარისკაცით შეიჭრა უკრაინაში. პუტინს უკრაინის განადგურება და დაპყრობა სურს", - ხაზგასმით აღნიშნა მან და განაგრძო, რომ პრორუს აქტივისტებს ომის გამჩაღებელი უნდა ეწოდებინათ პუტინისთვის, "თავში ცოტა ტვინი მაინც რომ გქონდეთ".