გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ოფიციალურ პეკინს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა შეაჩეროს უკრაინაში რუსეთის შეჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
"ახლა მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ გაყინული კონფლიქტი", - აღნიშნა შოლცმა ბერლინში ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა განაგრძოს აგრესორისთვის იარაღის არმიწოდების პოლიტიკა", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.