გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც რამდენიმე ქალაქში მეხუთე დღეა არეულობები არ ცხრება, პოლიციელის მიერ 17 წლის ალჟირული წარმოშობის მოზარდის მკვლელობის გამო.
როგორც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ARD-ის ეთერში აღნიშნა, საფრანგეთში ხედავს მეგობრულ მეზობელ ქვეყანას და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკას არ ემუქრება არასტაბილურობა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იპოვის ხერხს, უზრუნველყოს ვითარების სწრაფი დარეგულირება.
მანამდე ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო 2-4 ივლისს დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
ამასთან, შოლცის აზრით, არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ მსგავსმა არეულობებმა გერმანიაშიც იფეთქოს.