გერმანიის კანცლერმა ოლაფ შორლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ამბიციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლას გაზრდის.
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდო პუტინზე ზეწოლა, რათა მან საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ ასე უბრალოდ ვერ იტყვის: ''მე მანამდე გავაგრძელებ, სანამ ჩემს მიზანს არ მივაღწევ, მიუხედავად იმისა, რამდენი სიცოცხლე ღირს ეს მიზანი, მათ შორის ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე", - განაცხადა შოლცმა.
ასევე, გერმანელმა პოლიტიკოსმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ პუტინის ომის დასასრულებლად ნაბიჯები საბოლოოდ გადაიდგას.
მისი თქმით, პუტინი ხალხის მკვლელობას, ეკონომიკის განადგურებასა და ტერიტორიების დანაღმვას კიდევ აგრძელებს:
"მისთვის ეს გარემოებები უმნიშვნელოა, მთავარია, ისტორიის წიგნში ჩაიწეროს მისი სახელი".