გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, თვალახვეული გამოჩნდა. შესაბამისს ფოტოს თავად ოლაფ შოლცი Twitter-ზე აქვეყნებს და წერს, რომ სამომავლოდ "მიმებს" ელოდება.
"ყველას მადლობა კეთილი სურვილებისთვის. გაცილებით ცუდი შესახედია, ვიდრე სინამდვილეშია. მოუთმენლად ველი "მიმებს", – წერს შოლცი.
Wer den Schaden hat…
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) September 4, 2023
Bin gespannt auf die Memes. Danke für die guten Wünsche, sieht schlimmer aus, als es ist! pic.twitter.com/bB5INX8HnM