სერბეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს, რომელზედაც მათ მმართველი ძალა გასული წლის დეკემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
აქციის მონაწილეები 17 დეკემბრის კენჭისყრის შედეგების გაუქმებასა და ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ. სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტია“ ბრალდებებს უარყოფს.
საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა და კენჭისყრის მიმდინარეობისას სერიოზული დარღვევები, მათ შორის ყუთების ჩაყრა და ხმების მოსყიდვა, დაფიქსირდა.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, არჩევნები „ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო“, თუმცა „პრეზიდენტის გადამწყვეტი ჩართულობით დომინირებული, რომელიც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად, უსამართლო პირობებს ქმნიდა".
„კვლევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ცენტრის პროგრამის დირექტორი, რასა ნედელიკოვი აცხადებს, რომ 17 დეკემბრის არჩევნების მიმდინარეობისას CRTA-მ ანტიკორუფციულ სააგენტოში, ელექტრონული მედიის მარეგულირებელ ორგანოში და სხვა ინსტიტუტებში, ბევრად უფრო მეტი საჩივარი შეიტანა, ვიდრე გასულ წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში - "ეს ქმნის შთაბეჭდილებას, თუ რამდენად დრამატულია ყველაფერი ადრინდელთან შედარებით".