ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გამოქვეყნდა.
წერილობით განცხადებაში, სახელწოდებით „ავტორიტარული უკუსვლა საქართველოში“, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე არსებული შენიშვნის თანახმად, ხელმომწერი დეპუტატების სახელით ვრცელდება და არ წარმოადგენს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს, ხელმომწერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ადგილი აქვს ავტორიტარულ უკუსვლას და აცხადებენ, რომ „თუ საქართველო არ მიაღწევს პროგრესს ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში“, ისინი გაასაჩივრებენ „საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას არსებითი საფუძვლით“ და მოუწოდებენ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების გამო საქართველოს გარიცხვის პროცესის წამოწყებისკენ.
წერილს ხელს აწერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი. ხელმომწერი დეპუტატების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია:
დიდი ბრიტანეთი - 8 (სულ ეუთოში დიდ ბრიტანეთს 18 დეპუტატი ჰყავს)
უკრაინა - 7 (12 დეპუტატი)
საფრანგეთი - 4 (18 დეპუტატი)
ესტონეთი - 3 (4 დეპუტატი)
რუმინეთი - 3 (10 დეპუტატი)
ავსტრია - 2 (6 დეპუტატი)
გერმანია - 2 (18 დეპუტატი)
ლიეტუვა - 2 (4 დეპუტატი)
მონაკო - 2 (2 დეპუტატი)
ნიდერლანდები - 2 (7 დეპუტატი)
პოლონეთი - 2 (12 დეპუტატი)
ხორვატია - 2 (5 დეპუტატი)
ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ესპანეთი, თურქეთი, ლუქსემბურგი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ნორვეგია, შვედეთი - თითო-თითო დეპუტატი