პარიზში, საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისმიერ ინიცირებული რეფორმის გასაპროტესტებლად ხალხმრავალი აქციები საფრანგეთის არაერთ ქალაქში გაიმართა. მათ შორის ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია იყო პარიზში, მარსელსა და ლიონში.
პოლიციის ცნობით, მხოლოდ პარიზში აქციაზე 100 ათასი ადამიანი გავიდა.
სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ფრანგების უმეტესობა არ ეთანხმება მთავრობის გეგმას, რომელიც 2030 წლამდე საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ხელისუფლება პოზიციების დათმობას არ აპირებს.