ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული სააგენტოები ავრცელებენ.
პროფკავშირების ინიციატივით გამართულ საპენსიო რეფორმების საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე საფრანგეთის ყველა დიდი ქალაქის მცხოვრებლები გამოვიდნენ.
ფრანგული პრესის თანახმად, პარიზში 400 ათასი დემონსტრანტი აპროტესტებდა მთავრობის გეგმას საპენსიო ასაკის 62 წლიდან 64 წლამდე გაზრდის შესახებ.
სულ, საფრანგეთის მასშტაბით, საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში 1,2 მილიონი კაცი იღებდა მონაწილეობას.