ხუთი ცემა იყო, 4 იყო ძალიან ბრუტალური და მეხუთე იყო გამახურებელი, სანამ გამატარეს იმ დერეფანში, იმასთან შედარებით, რაც შემდეგ 4 ცემის დროს მოხდა, მარტივი გასეირნება იყო, - ამბობს ქაცარავა და ჰყვება, რომ ერთადერთი, ვისგანაც თანადგომა იგრძნო - პატრულის თანამშრომლები იყვნენ.

„რეალური თანადგომა მე ვიგრძენი პატრულის თანამშრომლებისგან, რომლებსაც გადასცეს ჩემი თავი ამ ჯალათებმა და მანქანაში რომ ჩამსვეს, პირველი რეაქცია რაც იყო ჩემგან, ვიკითხე - აქაც უნდა დამიმატოთქთო? პასუხი იყო - რას ბრძანებთ, პირიქით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეგიმსუბუქოთ მდგომარეობაო. ისეთი შეწუხებულები იყვნენ ეს ბიჭები რომ აქედანაც მათ მადლობას ვეუბნები თანაგრძნობისთვის, რაც მათ გამოხატეს. კოკა კოლა მომაწოდეს, სისხლის შეჩერება სცადეს...

საკმაოდ მძიმე დაზიანებები მაქვს, ძვალი ფაქტობრივად არ არსებობს, თვალ-ბუდის ძვლის მაგივრად ჩაყენებულია ტიტანის პლასტი და მას უჭირავს თვალი, ჩამტვრეულია ზედა ყბა, დიდი ჰემატომები მაქვს, ძალიან მძიმე ტვინის შერყევა, მაგრამ ძალიან მალე გამოვჯანმრთელდები და მალე დავბრუნდები საპროტესტო აქციაზე და დავუბრუნდები საოკუპაციო ხაზს - სწორედ ეს ორი ფაქტორი იყო გამოყოფილი იმ ჯალათების მიერ, რომელმაც ეგზეკუცია ჩამიტარეს, რომლებიც ამაზე აკეთებდნენ აქცენტს, რა გინდა, რატომ დადიხარ იმ საოკუპაციო ხაზთან, რატომ ხარ ამ აქციაზე და ყველაფერი იყო გაფორმებული ძალიან შეურაცხმყოფელი გინებით“, - ამბობს დავით ქაცარავა „ტვ პირველის“ ეთერში.

სამართალდამცველების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო