ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, გურიის რეგიონის საკათედრო ტაძრებში აღევლინა პარაკლისი, რომლის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებში მოეწყო საერთო მსვლელობა.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, პარაკლისს დაესწრო და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.