რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. ქალაქის დნეპრის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე მტრის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი იუწყება.
„რუსულმა არმიამ ხერსონის დნიპროს რაიონში დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანა. დარტყმის შედეგად სახლი განადგურდა. მაშველებმა ნანგრევებიდან გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიყვანეს“, - განაცხადა პროკუდინმა.