12 მარტის დილით, რუსეთმა უკრაინის ქალაქი კრივოი-როგი დაბომბა, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, დაიღუპა ერთი, დაშავდა 9 მოქალაქე. ამის შესახებ კრივოი-როგის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა ევგენი სიტნიჩენკომ და დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი ლისაკმა დაწერეს.
"აფეთქებების სერია კრივოი-როგში. არიან დაჭრილები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. გაჩნდა ხანძარი." - აღნიშნა ლისაკმა.
მან მოგვიანებით დაამატა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 47 წლის ქალი დაიღუპა.
"ქალი (41 წლის) გადაიყვანეს საავადმყოფოში, მის მდგომარეობას ექიმები საშუალო სიმძიმით აფასებენ. ადგილზევე ჩაუტარდა მკურნალობა კიდევ ერთ დაშავებულს (78 წლის). 50 წლის მამაკაცი და 42 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაში არიან საავადმყოფოში," - განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.