19 თებერვალს, რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღი და პოლიკლინიკა. დაიჭრა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

"იერიშის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კერძოდ საბავშვო პოლიკლინიკა, საბავშვო ბაღი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის შუშები და მსუბუქი ავტომობილები. დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ყველა საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი". – წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ კიპერი.

გარდა ამისა, კიპერის თქმით, ოკუპანტების იერიშის გამო, ოდესის რამდენიმე რაიონს ნაწილობრივ არ მიეწოდება ელექტროენერგია. კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დენი გენერატორებიდან მიეწოდება.