1-ელ თებერვალს რუსეთის ძალები თავს დაესხნენ პანსიონს რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს ნანგრევების ქვეშ 95 ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე დროებითი სამხედრო კომენდატურის პრესსპიკერი ოლექსი დმიტრაშკივსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

"2025 წლის 1-ელ თებერვალს 17:54 საათზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს ქალაქ სუჯაში მდებარე სკოლა-ინტერნატს, ნანგრევების ქვეშ 95 ადამიანია მოყოლილი.

ნანგრევებიდან ხალხის კვნესა და ყვირილი ისმის. შეგახსენებთ, რომ უმეტესობა მოხუცები და საწოლს მიჯაჭვული პირები არიან.

სამხედრო კომენდატურის ძალები ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აწარმოებს", - განაცხადა დმიტრაშკივსკიმ.