ხერსონის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლება და უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყებიან, რომ რეგიონი რუსი სამხედროების თავდასხმის ქვეშ მოექცა.
ხერსონის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე დარტყმა განხორციელდა ბერისლავისა და ლვოვოეს დასახლებებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის წინააღმდეგ მტერმა 28 ჭურვი ისროლა.
მოგვიანებით, რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ ქალაქში ორი ავიაბომბი ჩამოაგდეს.
"ერთი ბომბი ჩავარდა ინდუსტრიულ ზონაში დნიპროს რაიონში, მეორე კი ისროლეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კორაბელნის რაიონში," - თქვა მან. შედეგად, ერთი ქალი დაშავდა.