ღამით რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს კიევს. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით რუსეთმა ქალაქს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მაგრამ ნამსხვრევების დაცემამ გამოიწვია მსხვერპლი.
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დნიპროსა და დესნიანის რაიონებში დაშავდა მინიმუმ 14 ადამიანი.