უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ მელიტოპოლზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თავდაპირველად სხვადასხვა წყარო მელიტოპოლში რამდენიმე ძლიერი აფეთქების შესახებ იტყობინებოდა. წყაროების ინფორმაციით, აფეთქებები ისმოდა აეროდრომის რაიონში. თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობდა.
თუმცა გარკვეული დროის შემდეგ რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დარტყმები სარკინიგზო დეპოზე განხორციელდა.
მელიტოპოლის აეროდრომი, რომელიც რუსებმა ბაზად აქციეს და სარკინიგზო დეპო, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს.
ასევე, საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა ცნობა, რომ დეპოში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ქალაქსა და მიმდებარე დასახლებების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.