დნიპროში მრავალსართულიან სახლზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის 6 ბავშვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, განადგურებული სახლის ნანგრევების დემონტაჟი და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
„79-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, მათ შორის 16-მა ბავშვმა. მთლიანობაში, ამ მრავალსართულიან შენობაში 1700 ადამიანი ცხოვრობდა.
შენობაში 230 ბინა დაზიანდა, 72 მთლიანად განადგურდა. განკარგულება გავეცი გამარტივებულიყო და დაჩქარებულიყო დაზარალებულთათვის დახმარების გაწევა, რათა ადამიანებმა ამ ტრაგედიის შემდეგ რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი ცხოვრების აღდგენა“, - განაცხადა ზელენსკიმ.