მოსკოვში ნორვეგიის საელჩოსა და თავდაცვის ატაშეს ოფისის ათი წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი რობერტ კვილე დაიბარეს. მან მიიღო "მკაცრი პროტესტი" ოსლოს გადაწყვეტილების გამო, ნორვეგიიდან რუსეთის საელჩოს 15 დიპლომატისა და სამხედრო ატაშეს ოფისის წევრების გაძევების შესახებ.
ნოტა დიპლომატს პირადად გადაეცა.
ნორვეგიის ელჩს ასევე განუცხადეს, რომ ნორვეგიის ქმედებას სხვა ზომებიც მოჰყვება, მათ შორის ნორვეგიის დიპლომატიური მისიების მიერ რუსეთის მოქალაქეების დაქირავებაზე შეზღუდვები.