აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი ირანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა 48 საათში უნდა დატოვონ.


უწყების ცნობით, ირანელი დიპლომატების საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიურ სტატუსთან და ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას.