კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ პირობა დადო, რომ კანადა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, An-124 Ruslan -ის თვითმფრინავს გადასცემს, რომელიც გასულ წელს ტორონტოს აეროპორტში დააკავეს.
"დღეს, ჩვენ მიერ მიღებული კანონმდებლობით, ვახდენთ ამ თვითმფრინავის კონფისკაციას, რომელიც რუსეთის საკუთრებაში იყო და ვიწყებთ ამ აქტივის უკრაინისთვის გადაცემის პროცესს, რათა ის აღარასოდეს გამოიყენოს რუსეთმა ომის მხარდასაჭერად“, - თქვა ტრიუდომ კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე
ცნობისთვის, კანადამ რუსეთის აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გადაცემის მექანიზმი შემოიღო. გასული წლის ივნისში მიიღეს ცვლილებები სპეციალური ეკონომიკური ზომების აქტში, რამაც შესაძლებელი გახადა რუსული აქტივების ჩამორთმევა და გამოყენება უკრაინის დასახმარებლად.