დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე, მას შემდეგ, რაც წინა დღით, რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსი, გენერალ-ლეიტენენტი იგორ კირილოვი, მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად, საკუთარ დამხმარესთან ერთად დაიღუპა — ამის შესახებ 18 დეკემბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა.

"დაკავებულ იქნა 1995 წელს დაბადებული უზბეკეთის მოქალაქე თავდასხმის მოწყობის ეჭვით, რომელმაც რუსეთის რადიოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსის, იგორ კირილოვისა და მისი დამხმარის, ილია პოლიკარპოვის სიცოცხლე იმსხვერპლა", — წერია კომიტეტის განცხადებაში.

სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი "უკრაინის სპეციალური ძალების მიერ იყო რეკრუტირებული"

შეგახსენებთ, იგორ კირილოვი და მისი დამხმარე, 17 დეკემბერს, მოსკოვში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. უკრაინული მედია Українська правда-ს ცნობით, მათ წყარომ თქვა, რომ კირილოვის მკვლელობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) სპეცოპერაცია იყო.

ამასთან, მედიის წყარო ამბობს, რომ სკუტერში დამონტაჟებული ასაფეთქებელი სწორედ მაშინ აფეთქდა, როდესაც კირილოვი დამხმარესთან ერთად სადარბაზოში შედიოდა.