ცნობილი ბრიტანული გამოცემა, The Guardian-ის თქმით, გამოცემა ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ზე პოსტებს აღარ განათავსებს.
გამოცემა მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილების მიღება, The Guardian-ს დიდი ხნის მანძილზე სურდა.
"ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია განვიხილავდით პლატფორმაზე განთავსებული შემაშფოთებელი მასალის, კონსპირაციული თეორიებისა და რასისტული განცხადებების გათვალისწინებით.
ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საარჩევნო კამპანიამ მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რასაც დიდი ხანია ვფიქრობდით.
ვთვლით, რომ X არის ტოქსიკური მედია პლატფორმა და მისი მფლობელი, ილონ მასკი, შეძლო მისი გავლენის გამოყენება პოლიტიკური დისკურსის ფორმირებისთვის". - წერია The Guardian-ის განცხადებაში.