რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადა.
პროკურატურის ამ გადაწყვეტილებით კრიმინალიზებული გახდა ორგანიზაციის ყველა აქტივობა. დამნაშავედ მიიჩნევა ყველა, ვინც მათ ნებისმიერი სახის საქმიანობაში დაეხმარება.
უწყების განცხადებით, ორგანიზაცია "უხეშად იჭრება რუსეთის საშინაო საქმეებში და საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური საფუძვლებისთვის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის.
პროკურატურის მტკიცებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" აქტივობები შექმნილ ჩარჩოს გასცდა.
ორგანიზაცია რუსეთში "უცხოური გავლენის აგენტად" 2015 წელს გამოცხადდა.